ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 26 მარტი, 2025
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელმა საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში განიხილა და 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

დოკუმენტი საბჭოს წევრი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა. მისი მიზანია ადამიანით ვაჭრობის პრევენცია, დანაშაულის გამოვლენის მექანიზმების დახვეწა, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვა და დახმარება და თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ხელმძღვანელობდა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ საბჭოს წევრი სახელმწიფო უწყებების – სამინისტროების, პროკურატურის, აგრეთვე სახალხო დამცველის აპარატის, აშშ-ის საელჩოს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, IOM-ისა და ICMPD-ის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსთა პალატის გამგეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასთან ერთად, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარესა და გამგეობის წევრებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნოტარიუსთა პალატის გამგეობის მოახლოებული არჩევნები იყო. შეხვედრაზე ისაუბრეს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებსა და სანოტარო სფეროს განვითარების სამომავლო ხედვებზე.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე სანოტარო სფეროს ციფრული განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და ინიციატივები.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.