ცხელი ხაზი2 405 505

უახლესი ვიდეოები

26.05.2026
გაზიარება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტრომ საზეიმო ღონისძიებით ქალაქ ზუგდიდში აღნიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტრომ საზეიმო ღონისძიებით ქალაქ ზუგდიდში აღნიშნა.

ღონისძიების სტუმრებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

იუსტიციის სამინისტრომ ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საბავშვო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება შესთავაზა.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.

სახალხო დღესასწაული გალა კონცერტით დაიხურა.