ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 17 ნოემბერი, 2025
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ სრბუი გალიანს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ სრბუი გალიანს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აღინიშნა, რომ საქართველოს გამოცდილება ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვან პრაქტიკულ მაგალითს წარმოადგენს პარტნიორი ქვეყნისთვის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საჯარო სერვისების განვითარებისა და იუსტიციის სისტემის მოდერნიზაციის პროცესში ციფრული ინოვაციების დანერგვის საკითხები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.