ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 28 დეკემბერი, 2021
გაზიარება

რატი ბრეგაძე: „მიხეილ სააკაშვილი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი, მოიხდის სასჯელს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“

„მიხეილ სააკაშვილი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი, მოიხდის სასჯელს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი წესების მიხედვით“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე – „მიხეილ სააკაშვილს 6 წელი აქვს მისჯილი, მან სასჯელი გორის ჰოსპიტალში უნდა მოიხადოს?“

„სასჯელი უნდა იყოს მოხდილი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. როდესაც მსჯავრდებულს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ხდება მისი გაყვანა შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში და ის არის გაყვანილი დროებით, და როგორც უკვე მოგახსენეთ, არსებობს შესაბამისი ფორმა 100. ჩვენ, გუშინდელი ფაქტიდან გამომდინარე, რაზეც უკვე ვისაუბრე, იყო გარკვეული წნევის ცვალებადობა, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, და როდესაც გავესაუბრებით შესაბამის სამედიცინო პერსონალს, ბატონი სააკაშვილი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი, მოიხდის სასჯელს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი წესების მიხედვით. მისი ყველა უფლება იქნება, რა თქმა უნდა, დაცული“, – აცხადებს რატი ბრეგაძე.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსთა პალატის გამგეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასთან ერთად, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარესა და გამგეობის წევრებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნოტარიუსთა პალატის გამგეობის მოახლოებული არჩევნები იყო. შეხვედრაზე ისაუბრეს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებსა და სანოტარო სფეროს განვითარების სამომავლო ხედვებზე.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე სანოტარო სფეროს ციფრული განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და ინიციატივები.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.