ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 14 ივნისი, 2023
გაზიარება

იუსტიციის სამინისტრო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციაში მონაწილეობს

შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით იუსტიციის სამინისტროში არსებულ პროგრესზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა გაერო-ს „შშმ პირთა უფლებების კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციის მე-16 სესიაზე.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის პრინციპების მნიშვნელობას და შშმ პირთათვის გამარტივებული ინფორმაციისა და სახელმწიფო სერვისების მიწოდებაზე გაამახვილა ყურადღება.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების დაცვა 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორციელდება. დოკუმენტი საკონსულტაციო საბჭოს ჩართულობით შემუშავდა, რომლის შემადგენლობაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ თემის წარმომადგენლები.

კონფერენციაში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის თავმჯდომარე გერტრუდა ოფორივა ფეფოამიდასთან.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

პრობაციის ბიუროს ოზურგეთის ოფისის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ოზურგეთში პრობაციის ბიუროს ოფისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. სრულად რეაბილიტირებული შენობა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლაშა მაღრაძემ და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ დაათვალიერეს.

„განახლებული ინფრასტრუქტურა ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს, პრობაციის სერვისები თანამედროვე, კომფორტულ სივრცეში მიიღონ, თანამშრომლებს კი, მათზე მორგებული სამუშაო სივრცით უზრუნველყოფს, რაც მათზე დაკისრებული ამოცანების წარმატებით შესრულებას განაპირობებს. ოზურგეთის პრობაციის ბიუროს რეაბილიტაცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაც გამართეს. საუბარი შეეხო სამუშაო პროცესის მიმდინარეობას, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.

გაზიარება
ბეჭდვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სასწავლო პროგრამების დანერგვა-განხორციელების მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

მემორანდუმი ითვალისწინებს 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ორი ახალი სასწავლო პროგრამის დანერგვას: მიწის სამართალი და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამართლებრივი მექანიზმები.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, ისე იუსტიციის სამინისტროს მენტორებთან; მოეწყობა ერთობლივი სამუშაო სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები და დისკუსიები აქტუალურ იურიდიულ საკითხებზე. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება, აგრეთვე, სწავლების პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერება – სტუდენტებისათვის სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობის შექმნა.

მემორანდუმის მიზანია თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტსა და იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრს შორის სასწავლო-სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მხარდაჭერა და კვალიფიციური პროფესიონალების აღზრდა.

სამომავლოდ მხარეები პროგრამების თემატიკის გაფართოებას გეგმავენ. არსებულ პროგრამებს დაემატება კურსები ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი ასპექტების შესახებ.