ანალიტიკური დეპარტამენტი
დეპარტამენტის ფუნქციები:
- კვლევასა და ანალიზზე დაყრდნობით ხელს უწყობს იუსტიციის სისტემას კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების, სასჯელაღსრულების და, ზოგადად, დემოკრატიული მმართველობის სფეროებში საჯარო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში.
- სისხლის სამართლის, კარგი მმართველობისა და სხვა დაკავშირებულ თემებზე ატარებს შედარებით-სამართლებრივ და სოციოლოგიურ კვლევებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, წინადადებებსა და კანონპროექტებს.
ატარებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის, სახელმწიფოთა კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის, სისხლის სამართლის საკითხებზე ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების ანალიზს.
- აქტიურად მონაწილეობს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში.
- თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩართულია ანგარიშგების, საერთაშორისო წარმომადგენლობის, სახელმწიფოთა შეფასებისა და მონიტორგინის პროცესებში.
- თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები
- შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წლიური სამოქმედო გეგმები
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო
თემატური უწყებათაშორისი საბჭოების მართვა/კოორდინაცია და პოლიტიკის ფორმირება (სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, ანგარიშგება)
- სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ როსტიაშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: (+995 32) 2 405 794