მოადგილე
გიორგი დგებუაძე
მოადგილე
დაბადების თარიღი: 16 ივლისი, 1986
2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრიატი).
2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრატურა).
2011–2017 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის და კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ასევე ფრაიბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთ ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარი.
2017 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე კიოლნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2017–2019 წლებში სხვადასხვა დროს იყო კიოლნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სამართლის ინსტიტუტის პოსტ-დოქტორანტი სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში.
2010 წლიდან კითხულობს ლექციებს სისხლის სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2013 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
2016–2023 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი და ასისტენტ-პროფესორი.
2019–2024 წლებში იყო ფოლკსვაგენის ფონდის (Volkswagenstiftung) საერთაშორისო სისხლის სამართლის სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი.
2021–2025 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის რედაქტორი.
2022–2023 წლებში იყო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სააპელაციო პალატის მიწვეული სპეციალისტი.
2023–2025 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
2023 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
- არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი (თანაავტორი) და რედაქტორი.
- ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
Geo
Eng