მრჩეველი
ლევან ბოძაშვილი
მრჩეველი
დაბადების თარიღი: 12 ოქტომბერი, 1974
1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი.
1997 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრატურა.
2007 წელს დაამთავრა ევროპის კოლეჯის ევროკავშირის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურა.
2005 წელს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.
2014 წლიდან 2015 წლამდე იკავებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობას.
2015 წლიდან 2017 წლამდე იკავებდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობას.
2017 წლიდან 2019 წლამდე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩის თანამდებობას.
2020 წლიდან დღემდე იკავებს „Neiron Academy for Artificial Intelligence“-ს რექტორის თანამდებობას.
2023 წლიდან დღემდე არის „Blockchain Arbitration & Commerce Society“-ს ბორდის წევრი.
2019 წლიდან ლევან ბოძაშვილი აქტიურად საქმიანობს ბლოკჩეინის და ხელოვნური ინტელექტის სფეროში საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, მისი საქმიანობა მოიცავდა და მოიცავს ტოკენიზაციას, სამართლებრივ უზრუნველყოფას, სარეგულაციო თავსებადობას, კერძო და სამთავრობო კონსულტირებას მსხვილი კომპანიებისა და მთავრობების მიმართ ევროპაში, ემირატებსა და გალფის რეგიონში; 2024 წელს მიღებული აქვს უმაღლესი საერთაშორისო ჯილდო ციფრული აქტივებისა და ბლოკჩეინის მიმართულებით. არის მრავალი სტატიისა და კვლევის ავტორი ბლოკჩეინისა და ეთიკური ხელოვნური ინტელექტის სფეროში.
2025 წლის ოქტომბრიდან დღემდე იკავებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩევლის პოზიციას (pro-bono) ბლოკჩეინის, ტოკენიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მისი, როგორც მრჩევლის, საქმიანობის სფეროს განეკუთვნება მინისტრისთვის ინტელექტუალური დახმარების გაწევა ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიურ და სამართლებრივ საკითხებზე, ტოკენიზაციასა და ციფრული აქტივების სფეროში რეფორმების საკითხებზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია და მინისტრის წარმომადგენლობა სხვადასხვა ორგანიზაციასთან/პირთან ურთიერთობაში.
- ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
- ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
Geo
Eng