ცხელი ხაზი2 405 505

მოადგილე

ბექა ძამაშვილი

მოადგილე

18 იანვარი 1989

განათლება:

2017 წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის სადოქტორო პროგრამა, სამართლის დოქტორი.
2013 წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო (კონსტიტუციური) სამართლის სამაგისტრო პროგრამა, სამართლის მაგისტრი.
2012 წ. ლონდონის უნივერსიტეტის (Queen Mary University of London) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და სამხედრო კონფლიქტების სამართლის სამაგისტრო პროგრამა (LLM), სამართლის მაგისტრი.
2010 წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, სამართლის ბაკალავრი.


სამუშაო გამოცდილება:

2021 წლის იანვრიდან - დღემდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
2016 - 2020 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.
2016 - 2020 წწ. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა საკითხებში მმართველი კომიტეტის (CDDH) წევრი.
2013 - 2016 წწ. ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI), ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის (GEC), ევროკავშირის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრისა (EMCDDA) და სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) საკონტაქტო პირი საქართველოში.
2015 - 2016 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი.
2013 - 2015 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2009 - 2011 წწ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, იურისტი.
2008 - 2013 წწ. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) გენერალური მდივანი და შემდეგ პრეზიდენტი საქართველოში.


სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს წარმომადგენელი/დელეგაციის წევრი:

2021 - დღემდე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში (ჟენევა).
2016-2019 წწ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეაზე (ნიუ-იორკი, ჰააგა).
2016 - დღემდე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში (სტრასბურგი).
2015 წ. გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში (ჟენევა).
2014 - 2016 წწ. ეუთოს ადამიანური განზომილების სხდომებზე (ვარშავა).
2013 - 2015 წწ. ვიზალიბერალიზაციის პროცესში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში (ბრიუსელი).


აკადემიური საქმიანობა:

2012 - დღემდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი.
2014 - 2020 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი.
2018 - დღემდე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი.
2017 - 2020 წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი.
2017 - 2018 წწ. კავკასიის უნივერსიტეტი, ლექტორი.
2011 - 2012 წწ. სამართლის ტრენერი ლონდონის შემდეგ სკოლებში: Mossbourne Community Academy, St Paul's Way Trust School, New VIC School of London.