ცხელი ხაზი2 405 505

ეკონომიკური დეპარტამენტი

დეპარტამენტის ფუნქციები:

  • სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა.
  • სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა.
  • სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების, აგრეთვე, საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელების კოორდინაცია და მართვა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება.
  • სამინისტროს საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა, სამინისტროს სისტემის მასშტაბით ნაერთი ბალანსების ან/და კანონმდებლობით დადგენილი ფინანსური ანგარიშგების ფორმების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა.
  • სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ამოცანების შესრულების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.
  • სამინისტროს სტუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებებისა და ცალკეული დავალებების შესრულება.


ეკონომიკური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები:

  • საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;
  • ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველო;
  • სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;
  • მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;


საკონტაქტო ინფორმაცია:

ნინო გუგენიშვილი
დეპარტამენტის უფროსი

ტელ: (+995 32) 2 405 229
ელ-ფოსტა: mmaisuradze@justice.gov.ge

მიმაგრებული დოკუმენტები