ცხელი ხაზი2 405 505

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

ნარკომანიასთან ბრძოლის სახელმწიფოპოლიტიკის დახვეწისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის განვითარების მიზნით, 2020 წლის 16 იანვარს იუსტიციისმინისტრის N494 ბრძანებით დამტკიცდა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულიცენტრი (შემდგომში - ცენტრი).

ცენტრი ახორციელებს ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების მონიტორინგს, თემატური კვლევებისა და ანგარიშების მომზადებას.

ცენტრი შექმნილია ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში - საბჭო) ფარგლებში და მას ხელმძღვანელობს საბჭოს მდივანი (იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი).

ცენტრი დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებისაგან და აერთიანებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების, მიწოდების შემცირების, ადიქტოლოგიის, სოციოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის როგორც მუდმივ, ისე - მოწვეულ სპეციალისტებს.

ცენტრი ყოველწიულად ამზადებს ნარკოვითარების ანგარიშს, რომელშიც ასახუალი საქართველოში ერთი წლის განმავლობაში არსებული ნარკოვითარება. ანგარიში აგებულია EMCDDA-ს სტანდარტების შესაბამისად და იძლევა შედარებითი და ფაქტობრივი მონაცემების ანალიზის შესაძლებლობას. ამასთან, ცენტრი პერიოდულად ატარებს თემატურ კვლევებს ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მათ შორის, ამჟამად დასრულებული და მიმდინარე კვლევებია სამკურნალო დაწესებულებათა ევროპული კვლევა (EFSQ), ევროპული ვებ გამოკითხვა ნარკოტიკებზე, საკანალიზაციო წყლების ანალიზი (Wastewater analyses).