საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ფუნქციები:
- სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების ხელშეწყობა, მართვა და კოორდინაცია.
- პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათთვის სახელმწიფო ანგარიშების მომზადება.
- საერთაშორისო ორგანიზაციების საკონტაქტო პირისა და ცენტრალური ორგანოს ფუნქციების შესრულება.
- ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია, მონიტორინგი და ანგარიშგება.
- პენიტენციური სისტემის რეფორმის კოორდინაცია და მონიტორინგი.
- საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგი და ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრის ფუნქციის განხორციელება.
- სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების განხორციელება (სასამართლო და არასასამართლო მასალების ჩაბარება, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამუშო სტაჟების კოორდინაცია).
- სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების განხორციელება (ძებნილ პირთა ექსტრადიცია, მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემა/გადმოცემა, ძებნილთა და უცხოელ მსჯავრდებულთა ეტაპირება, განაჩენთა აღსრულება).
- ბავშვთა გატაცების საქმეების მართვა და კოორდინაცია.
- მოქალაქეთა კონსულტაცია.
თემატური უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიების მართვა/კოორდინაცია და პოლიტიკის ფორმირება (სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, ანგარიშგება, სტატისტიკის წარმოება):
- ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლა.
- ნარკოპოლიტიკა.
- წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა.
- გაეროს ტერორიზმის სანქციების იმპლემენტაცია.
- საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაცია.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთევან სარაჯიშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: (+995 32) 2 405 204
ელ-ფოსტა: Intlawdep@justice.gov.ge ge