ცხელი ხაზი2 405 505

პირველი მოადგილე

ბექა ძამაშვილი

პირველი მოადგილე

დაბადების თარიღი: 18 იანვარი, 1989

2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა.

2012 წელს წარჩინებით დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტის (Queen Mary University of London) სამაგისტრო პროგრამა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და სამხედრო კონფლიქტების სამართლის მიმართულებით.

2013 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა საჯარო (კონსტიტუციური) სამართლის მიმართულებით.

2017 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა უმაღლესი შეფასებით - Summa cum laude (ფრიადი).

2026 წლის 21 იანვრიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.

2021-2025 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

2016 წლიდან არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

2016-2020 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსად და იყო ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა საკითხებში მმართველი კომიტეტის (CDDH) წევრი.

2013-2016 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და შემდეგ უფროსი. ამავე პერიოდში იყო ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI), ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის (GEC), ევროკავშირის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრისა (EMCDDA) და სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) საკონტაქტო პირი საქართველოში.

2008-2013 წლებში იყო ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) გენერალური მდივანი და შემდეგ პრეზიდენტი საქართველოში.

2009-2011 წლებში მუშაობდა განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში (შემდეგ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) იურისტად.

  • აქვს აკადემიური საქმიანობის 15-წლიანი გამოცდილება:

2012 წლიდან - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ლექტორი და პროფესორი.

2014 - 2020 წლები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი.

2018 წლიდან - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი.

2017 - 2020 წლები - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი.

2017 - 2018 წლები - კავკასიის უნივერსიტეტი, ლექტორი.

2011 - 2012 წლები - სამართლის ტრენერი ლონდონის შემდეგ სკოლებში: Mossbourne Community Academy, St Paul's Way Trust School, New VIC School of London.

  • არის პროფესორი და სამართლის დოქტორი.
  • საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს ინტერესების წარმატებით დაცვისთვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
  • არის სამართალში ორი სახელმძღვანელოსა (თანასწორობის სამართალი და სამხედრო კონფლიქტების სამართალი) და 20-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.
  • ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.