ღონისძიებები

ოთხშაბათი, 22 ნოემბერი, 2023

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს

რატი ბრეგაძისა და ბენცე ტუჟონის შეხვედრა „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივი დეკლარაციის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიმდინარე წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი.

ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები განიხილეს. უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, გაუწიოს ექსპერტული დახმარება საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესში. შეხვედრაზე იმსჯელეს, აგრეთვე, ქართულ-უნგრული სამართლებრივი ფორუმის დაფუძნების შესახებ.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მიწის რეგისტრაციის მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით ინტენსიურად 2021 წლიდან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის განახლების შემდგომ ვითარდება. 2023 წლის ივლისში ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, 1 თვის წინ კი, იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის 2024-2025 წლების სამუშაო გეგმა გაფორმდა.

პარასკევი, 17 ნოემბერი, 2023

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში რატი ბრეგაძეს მოუსმინეს

იუსტიციის მინისტრმა დეპუტატებს უწყების საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.

  • ევროინტეგრაციის მიმართულებით გაწეული საქმიანობა;
  • საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა;
  • სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმი;
  • მოქალაქეებისთვის სერვისებზე წვდომის კიდევ უფრო გამარტივება;
  • მობილური იუსტიციის სახლი, ახალი და მშენებარე იუსტიციის სახლები;
  • ახალი პენიტენციური კოდექსი პატიმართა უფლებების მეტი დაცულობისთვის;
  • მორიგებით დასრულებული საქმეები;
  • „ციფრული უნივერსიტეტი“ მსჯავრდებულთა განათლების უფლებისთვის;
  • აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის პროგრამები;
  • მიწის სისტემური რეგისტრაცია საკუთრების უფლების დასაცავად;
  • სისტემური დამისამართება მოქალაქეთათვის სერვისების მიღების გამარტივებისთვის;
  • ციფრული მმართველობის განვითარება.

რატი ბრეგაძემ მოხსენების შემდეგ დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა.

ოთხშაბათი, 15 ნოემბერი, 2023

ბათუმში მედიაციის, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის სივრცე და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა იზრდება. ბათუმში მედიაციის, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ გახსნეს.


ბათუმში ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ეფექტური მომსახურებისა და მედიაციის შეხვედრების ჩატარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი და შესაბამისი საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული.

სააგენტოს რეგიონული შესაძლებლობების გაფართოება ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე 14 წლამდე არასრულწლოვნებს, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ პირებს და ყოფილ პატიმრებს, ადგილზე მიიღონ მომსახურებები, რომლებიც მათში დანაშაულის გააზრებას, პროსოციალური უნარების განვითარებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

დანაშაულის პრევენცია და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული, არასაპატიმრო ფორმების დანერგვა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა

სამშაბათი, 14 ნოემბერი, 2023

ზესტაფონში იუსტიციის სახლი გაიხსნა

იმერეთის რეგიონში რიგით 23-ე ფილიალი ქალაქ ზესტაფონისა და მისი მიმდებარე სოფლების მოსახლეობას 470-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში, კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიაწვდის. აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის იუსტიციის სახლში შესაძლებელი იქნება ქორწინების სერვისით სარგებლობაც სპეციალურად მოწყობილ სარიტუალო სივრცეში.

დღესვე ზესტაფონის რაიონში „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტიც ამოქმედდა, რომელიც რაიონული ცენტრისაგან მოშორებით მცხოვრებთ მომსახურებას საკუთარი სახლის კართან სთავაზობს.

ზესტაფონის იუსტიციის სახლი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან წაქაძესა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გახსნა. ახალი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი ფილიალი სრულადაა მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. მასში 20-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 118 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. ამასთან, აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს თერჯოლაში, სამტრედიაში, ხაშურსა და ახმეტაში; 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება საგარეჯოს, მცხეთის, ტოლების, ზოტის, ცაიშის, ხელვაჩაურის, შროშის, საჩხერის იუსტიციის სახლები, ახალი ფილიალები აშენდება თბილისსა და ბათუმში.

2024 წლიდან საქართველოს მოქალაქეები ციფრული იუსტიციის სახლით სარგებლობასაც შეძლებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, საკუთარი მობილური ტელეფონით მიიღონ ყველა სერვისი.

ზესტაფონის იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ორშაბათი, 13 ნოემბერი, 2023

ლაითურში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა

სრულიად ახალი ტიპის, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულებაიუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემგახსნა. ლაითურის პენიტენციური დაწესებულებასრულად აკმაყოფილებს ევროპისწამებისა და არაადამიანურიმოპყრობის კომიტეტის (CPT) ყველა რეკომენდაციას. ის სრულად არისმორგებული როგორც ბრალდებულთა დამსჯავრდებულთა, ისე დაწესებულებისთანამშრომელთა საჭიროებებს.

მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან უმაღლესიხარისხის სამედიცინო სერვისებით, სპორტულიინფრასტრუქტურით, სხვადასხვა პროფესიის დაუფლებისყველა საშუალებით, თანამედროვეტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიით ციფრულიუნივერსიტეტისთვის, საიდანაც მსჯავრდებულები ონლაინშეძლებენ ლექციებზე დასწრებას დალექტორებთან უშუალო კომუნიკაციას.

მსჯავრდებულთა უსაფრთხოებაზე, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა დასასჯელის აღსრულებაზე პენიტენციური დაწესებულების 250-მდე თანამშრომელი იზრუნებს, რომლებიცუზრუნველყოფილი არიან კომფორტულისამუშაო პირობებით, მათ შორის – უფასო კვებით, ტრანსპორტირებით; როგორცსპორტული, ისე მოსასვენებელისივრცეებით.

დაწესებულებაში, ასევე, გაიხსნა იუსტიციისსახლი, რომელიც მსჯავრდებულებისადა თანამშრომლებისათვის სახელმწიფოსერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციისსახლების ფილიალების მუშაობა ქართულიინოვაციაა და მასპრეცედენტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაშიარ აქვს. დაწესებულებასრულად არის ადაპტირებულიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

ღონისძიებაზე „RE-BOX“-ის პროექტისსაჩვენებელი ვერსიის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც მსჯავრდებულებისთვის ციფრული ტექნიკის საშუალებებზეწვდომის შესაძლებლობისა და რესოციალიზაციისპროექტებზე ეფექტიანობის ასამაღლებლად ციფრულიმმართველობის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობითშეიქმნა.

ლაითურის ციხე მცირეზომის, უმაღლესი ევროპულისტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა. დიდი ზომის ციხეებისმცირე ზომის პენიტენციურიდაწესებულებით ჩანაცვლება იუსტიციის სამინისტროსპრიორიტეტია და მიზანიქართული პენიტენციური სისტემის ევროპულსტანდარტებთან კიდევ უფროდაახლოებაა.

ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულების გახსნასესწრებოდნენ ოზურგეთის, ლანჩხუთისა დაჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილჩიგოგიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისმთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეშიგიორგი ურუშაძე, იუსტიციისმინისტრის მოადგილეები, აღმასრულებელი დასაკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეულისტუმრები.

პარასკევი, 03 ნოემბერი, 2023

სააკაძის სასწავლო ბაზა გაიხსნა

თბილისში მიმდინარე მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზა გაიხსნა.

სასწავლო ბაზა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კონფერენციაში მონაწილეებთან ერთად გახსნა.

სააკაძის სასწავლო ბაზა რეგიონის მასშტაბით უნიკალურია ერთ სივრცეში თავმოყრილი სხვადასხვა საშუალებით. ადგილზე შესაძლებელი იქნება უნივერსალური და სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების განხორციელება.

ცენტრი მოემსახურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს.

ხუთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებულ სააკაძის სასწავლო ბაზაზე მოწყობილია სასროლეთი, ავტოდრომი, აუდიტორიები, სპორტული მოედნები, საკონფერენციო სივრცეები, სამუშაო ოთახები, სპორტული დარბაზი, სარბენი ბილიკები, სიმულაციური სწავლების ცენტრი, სასწავლო სასამართლო დარბაზი, სასწავლო ციხის საკნები, სამედიცინო პუნქტი, სასტუმრო ნომრები, სასადილო და სხვა საჭირო სივრცეები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, კოლეგა უწყებების წარმომადგენლები, სისტემის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

სააკაძის სასწავლო ბაზის გახსნით დასრულდა მაღალი დონის კონფერენცია, რომელიც მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებულ ინოვაციებს მიეძღვნა.

კონფერენცია იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ექსპერტები.

ხუთშაბათი, 02 ნოემბერი, 2023

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა თბილისის დეკლარაცია მიიღეს

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციამ – „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ – სასესიო მუშაობა დეკლარაციის მიღებით დაასრულა, რომელიც წარმოადგენს 12-პუნქტიან სახელმძღვანელო დოკუმენტს მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით იმართება. მასში მონაწილეობენ 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ექსპერტები.

კონფერენციის მუშაობა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ შეაჯამა და იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია საფუძველს ჩაუყრის ბევრ საინტერესო და წარმატებულ თანამშრომლობას.

კონფერენციის მიმდინარეობის პარალელურად, შედგა ორმხრივი შეხვედრები პარტნიორი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან, მინისტრების მოადგილეებსა და დელეგაციების ხელმძღვანელებთან; გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტები; განხორციელდა ვიზიტი თბილისის იუსტიციის სახლში,

3 ნოემბერს კი, კონფერენციის დელეგატები იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზის გახსნის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის იუსტიციის მინისტრებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

რატი ბრეგაძისა და დავორ ბუნოზას შეხვედრა თბილისში იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ბოსნია-ჰერცეგოვინის იუსტიციის მინისტრი საქართველოს კონფერენციაზე დასასწრებად სტუმრობს.

მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების კუთხით. ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისევე, როგორც საქართველო, აქტიურად მუშაობს ევროკავშირის წევრობის მოპოვებისათვის და ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება ამ კონტექსტში განსაკუთრებით აქტუალურია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოხატა მზაობა, კიდევ უფრო დეტალურად გააცნოს პარტნიორ ქვეყანას მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში დანერგილი ინოვაციები. რატი ბრეგაძემ კოლეგას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა. დოკუმენტი არაერთ თემატურ მიმართულებას და კონკრეტული ღონისძიებების არეალს მოიცავს, რაც ერთობლივი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გაააქტიურებს.

რატი ბრეგაძისა და დავორ ბუნოზას შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს

ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიცე-პრეზიდენტი ჰანს ვოლფი საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომლის მთავარი თემა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციებია. ამ უნიკალური პლატფორმის საშუალებით საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა, პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნოს ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ სისტემებში მიღწეული პროგრესი.

იუსტიციის მინისტრმა და CPT-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ქართულ ინოვაციებს: „ციფრულ უნივერსიტეტს“, პატიმართა ხელნაკეთი ნივთების ონლაინ მაღაზია „რე-მარკეტს“, იუსტიციის სახლების ფილიალების გახსნას საპატიმროებში; აღინიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს დიდი ზომის ციხეების მცირე ტიპის პენიტენციური დაწესებულებებით ჩანაცვლების პროცესი – ლაითურის პენიტენციური დაწესებულება სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება, რუსთავში კი, დაწყებულია მცირე ზომის ციხის მშენებლობა.

შეხვედრის ბოლოს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა CPT-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა კონფერენციაში მონაწილეობისათვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, მჭიდროდ ითანამშრომლოს აღნიშნულ ორგანიზაციასთან საქართველოში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პენიტენციური სისტემის გაძლიერებისა და საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან მისი შემდგომი დაახლოების მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი.

და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები მონაწილეობენ.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ რუმინეთის პრობაციის სამსახურთან თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმა

დეკლარაციას ხელი მოეწერა თბილისში იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში.

კონფერენციის თემაა „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე რუმინეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე როქსანა სიმონა მომეუსს, რუმინეთის პრობაციის სამსახურის უფროს ეველინა-დენისა ოუესლატს და პრობაციის ევროპული კონფედერაციის (СEP) ვიცე-პრეზიდენტ იულიანა კარბუნარუს შეხვდნენ.

გაფორმდა თანამშრომლობის დეკლარაცია რუმინეთის პრობაციის სამსახურთან, რომლის საფუძველზეც მხარეები ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობისთვის ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, აღდგენითი მართლმსაჯულება, განრიდება და მედიაცია, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, სერვისები, მოხალისეობა, ელექტრონული მონიტორინგი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, პირობითი სასჯელი და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება, კვლევითი საქმიანობა და ინოვაციური ტექნოლოგიები.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე, ასევე, შეხვდნენ სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლევონ ბალიანს და პრობაციის სააგენტოს დირექტორ არამ ნიკოიანს.

საერთაშორისო კონფერენცია თბილისში საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნეს. ღონისძიებაში 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები მონაწილეობენ.

ღონისძიებები

მაისი , 2024
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 1
  • 2
  • 3