ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია უნგრელ კოლეგა ბენცე ტუჟონს შეხვდა

ბუდაპეშტში უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია უნგრელ კოლეგა ბენცე ტუჟონს შეხვდა.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უწყებებს შორის მჭიდრო სექტორულ თანამშრომლობას, მათ შორის ციფრული მმართველობის სფეროში, ისევე როგორც ორმხრივი გამოცდილების გაზიარებას, რომელიც ხელს უწყობს სამართლებრივი სისტემების განვითარებას თანამედროვე გამოწვევების ეფექტიანად საპასუხოდ.

შეხვედრის ბოლოს პაატა სალიამ უნგრელი კოლეგა მომავალ წელს თბილისში საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმზე მიიწვია, რომელსაც საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად უმასპინძლებს.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

პაატა სალიამ შანდორ პინტერს პენიტენციურ და პრობაციის სფეროში მიღწეული შედეგები, რეაბილიტაციის პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები და სამინისტროს გრძელვადიანი ხედვა გააცნო. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა იმართება.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული არქივის თანამშრომლებს არქივების საერთაშორისო დღე მიულოცა

პაატა სალიამ ეროვნული არქივის დირექტორ თეონა იაშვილთან ერთად არქივის გამორჩეული თანამშრომლები სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა, ორ თანამშრომელს კი, დამსახურებული არქივისტის წოდება მიანიჭა.

იუსტიციის მინისტრმა, ასევე, საქართველოს ეროვნულ არქივში სამუშაო შეხვედრა გამართა; საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტებს, სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებს. პაატა სალიამ, მოადგილეებთან ერთად, დაათვალიერა ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურა და ადგილზე გაეცნო თანამშრომელთა სამუშაო პირობებს.

არქივების საერთაშორისო დღე – 9 ივნისი 2007 წელს არქივების საერთაშორისო საბჭომ (ICA) დააწესა. საქართველოს ეროვნული არქივი არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) წევრია და ამ საზეიმო თარიღს ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის ანალიტიკური ერთეულების თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის ანალიტიკური ერთეულების თანამშრომლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უწყებების ანალიტიკური მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები. ასევე, საუბარი შეეხო არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, მოადგილეები - მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე, ბექა ძამაშვილი, ალექსანდრე მაისურაძე და სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლომთაძე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.

პაატა სალიამ საქმიანობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თანამშრომლებს სპეციალური სახელმწიფო წოდება მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გამოუცხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღსრულების პოლიცია ორიენტირებულია, მედიაციის ინსტრუმენტის გამოყენებით საქმისწარმოება მხარეებს შორის მორიგებით დაასრულოს. ამ მიდგომის შედეგად კი, ბოლო წლების განმავლობაში, საქმეთა 80 პროცენტზე მეტი მხარეთა მორიგებით სრულდება.

ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციის სპეც ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილეებთან ერთად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილეებთან ერთად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობა და იმსჯელეს ახალ ინიციატივებსა და პროექტებზე. შეხვედრას ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

იუსტიციის მინისტრმა და მოადგილეებმა, ასევე, დაათვალიერეს მოქალაქეთა საკონსულტაციო სივრცეები; ადგილზე გაეცნენ თანამშრომელთა სამუშაო პირობებსა და მათ საჭიროებებს.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტრომ საზეიმო ღონისძიებით ქალაქ გორში აღნიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტრომ საზეიმო ღონისძიებით ქალაქ გორში აღნიშნა.

ღონისძიების სტუმრებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

იუსტიციის სამინისტრომ ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საბავშვო და გასართობ-შემეცნებითი აქტივობა შესთავაზა. ადგილზე წარმოდგენილი იყო თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. სახალხო დღესასწაული გალა კონცერტით დაიხურა.

გაზიარება
ბეჭდვა