ღონისძიებები
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილესთან, ლაშა მაღრაძესთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა
შეხვედრას იუსტიციის სახლის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეები და
აჭარის რეგიონული ოფისების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და არსებული გამოწვევები.
იუსტიციის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ბათუმსა და ქობულეთში მდებარე იუსტიციის სახლების ფილიალებიც მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ თანამშრომელთა სამუშაო პირობებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი პაატა სალია სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ პაატა სალიას პროფესიულ გამოცდილებას და მაღალ კვალიფიკაციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი და იურისტია.
ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის ანრი ოხანაშვილს მადლობა გადაუხადა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
წარდგენის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრი პაატა სალია თანამშრომლებსა და მათ სამუშაო პირობებს პირადად გაეცნო.
იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
გამოფენა-გაყიდვა იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრმა მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები.
გამოფენაზე სტუმრობა 28 და 29 მარტს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
შემოსული თანხა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს მოხმარდება.
Geo
Eng