ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სახლის 125-ე ფილიალი საგარეჯოში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან ერთად გახსნა

იუსტიციის სახლის 125-ე ფილიალი საგარეჯოში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად გახსნა.

მოქალაქეებს 500-მდე სერვისის მიღება განსაკუთრებული არქიტექტურის და თანამედროვე ინტერიერის მქონე შენობაში შეეძლებათ. ფილიალი სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს.

საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნას საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან, ბეჟან ობგაიძესთან ერთად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან, ბეჟან ობგაიძესთან ერთად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ დეპარტამენტების უფროსები და პენიტენციური დაწესებულებების დირექტორები. საუბარი შეეხო უწყების მიმდინარე პროექტებს, სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებს.

ასევე, პაატა სალია ადგილზე გაეცნო სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფრასტრუქტურასა და თანამშრომლების სამუშაო პირობებს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და კოორდინაციის მნიშვნელობას, რომელსაც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით უზრუნველყოფს.

მხარეებმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტები და დარგობრივი თანამშრომლობის სხვა ასპექტები მიმოიხილეს. მხარეებმა აღნიშნეს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წვლილი და ჩართულობა მიგრაციის მართვის ეროვნული სისტემის გაძლიერებაში, ასევე, ხაზი გაესვა მიგრაციის სფეროში საგანმანათლებლო საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, რუსუდან კოხოძე და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლები.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმოადგენს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროში საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის - „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და სასჯელის აღსრულება“ პრეზენტაცია გაიმართა

ნაშრომი, რომლის მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მართლმსაჯულების სისტემაში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის განმტკიცება, ავტორებმა – მორის შალიკაშვილმა, გივი მიქანაძემ და იოსებ ვარძელაშვილმა წარადგინეს.

წიგნი განკუთვნილია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისა და მართლმსაჯულების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილეები – ლაშა მაღრაძე, მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე, ბექა ძამაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე.

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამებს 2021 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანი სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება, სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობაა.

2021-2025 წლებში უწყებამ, ჯამში, 56 პროექტი დააფინანსა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია უნგრელ კოლეგა ბენცე ტუჟონს შეხვდა

ბუდაპეშტში უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია უნგრელ კოლეგა ბენცე ტუჟონს შეხვდა.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უწყებებს შორის მჭიდრო სექტორულ თანამშრომლობას, მათ შორის ციფრული მმართველობის სფეროში, ისევე როგორც ორმხრივი გამოცდილების გაზიარებას, რომელიც ხელს უწყობს სამართლებრივი სისტემების განვითარებას თანამედროვე გამოწვევების ეფექტიანად საპასუხოდ.

შეხვედრის ბოლოს პაატა სალიამ უნგრელი კოლეგა მომავალ წელს თბილისში საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმზე მიიწვია, რომელსაც საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად უმასპინძლებს.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

პაატა სალიამ შანდორ პინტერს პენიტენციურ და პრობაციის სფეროში მიღწეული შედეგები, რეაბილიტაციის პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები და სამინისტროს გრძელვადიანი ხედვა გააცნო. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა იმართება.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული არქივის თანამშრომლებს არქივების საერთაშორისო დღე მიულოცა

პაატა სალიამ ეროვნული არქივის დირექტორ თეონა იაშვილთან ერთად არქივის გამორჩეული თანამშრომლები სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა, ორ თანამშრომელს კი, დამსახურებული არქივისტის წოდება მიანიჭა.

იუსტიციის მინისტრმა, ასევე, საქართველოს ეროვნულ არქივში სამუშაო შეხვედრა გამართა; საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტებს, სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებს. პაატა სალიამ, მოადგილეებთან ერთად, დაათვალიერა ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურა და ადგილზე გაეცნო თანამშრომელთა სამუშაო პირობებს.

არქივების საერთაშორისო დღე – 9 ივნისი 2007 წელს არქივების საერთაშორისო საბჭომ (ICA) დააწესა. საქართველოს ეროვნული არქივი არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) წევრია და ამ საზეიმო თარიღს ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის ანალიტიკური ერთეულების თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის ანალიტიკური ერთეულების თანამშრომლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უწყებების ანალიტიკური მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები. ასევე, საუბარი შეეხო არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, მოადგილეები - მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე, ბექა ძამაშვილი, ალექსანდრე მაისურაძე და სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლომთაძე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.

პაატა სალიამ საქმიანობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თანამშრომლებს სპეციალური სახელმწიფო წოდება მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გამოუცხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღსრულების პოლიცია ორიენტირებულია, მედიაციის ინსტრუმენტის გამოყენებით საქმისწარმოება მხარეებს შორის მორიგებით დაასრულოს. ამ მიდგომის შედეგად კი, ბოლო წლების განმავლობაში, საქმეთა 80 პროცენტზე მეტი მხარეთა მორიგებით სრულდება.

ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციის სპეც ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.