ღონისძიებები
იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი პენიტენციური კოდექსი პირველი მოსმენით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში განიხილეს
პენიტენციურ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები საკომიტეტო მოსმენაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა. საკანონმდებლო ინიციატივა სასჯელაღსრულების სამართლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის კოდიფიკაციას ისახავს მიზნად.
პენიტენციური კოდექსი გააუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, მათ შორის:
- ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება;
- ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო;
- გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება;
- გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;
- პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს;
- გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე;
- მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.
საკანონმდებლო რეფორმის პირველ ეტაპზე სამინისტრომ განახორციელა ამჟამად მოქმედი პატიმრობის კოდექსისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის კრიტიკული ანალიზი. გადაისინჯა როგორც კოდექსის სტრუქტურა, ისე მისი შინაარსობრივი მხარე.
ახალი პენიტენციური კოდექსი იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი ჯგუფისა (საქართველოს პარლამენტი, რელევანტური სამინისტროები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურა, სახალხო დამცველის აპარატი, სპეციალური