ღონისძიებები

ოთხშაბათი, 05 ივლისი, 2023

რატი ბრეგაძე: „გერმანიასთან დარგობრივი თანამშრომლობა ხელს უწყობს ქართულიკანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას“

ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმისფარგლებში იუსტიციის მინისტრი რატიბრეგაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისიუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფომდივან ანჟელიკა შლუნკსშეხვდა.

ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმიპირველად ტარდება. საქართველო-გერმანიისსამართლებრივი თანამშრომლობის აღნიშნულ ფორმატს საფუძველიჩაეყარა გასულ წელსბერლინში რატი ბრეგაძისგერმანელ კოლეგა მარკო ბუშმანთანშეხვედრის დროს.

რატი ბრეგაძემ ანჟელიკა შლუნკთანშეხვედრისას ხაზი გაუსვაორ ქვეყანას შორისსამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ქართულიკანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისპროცესში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთანინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარიდა შეუქცევადი პრიორიტეტია, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აღიარასაქართველოს ევროპული პერსპექტივა.

იუსტიციის მინისტრმა გერმანიის ფედერაციულირესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური სამინისტროსსახელმწიფო მდივანთან საუბარში აღნიშნა, რომ უწყება აქტიურადიყო ჩართული ევროკავშირისმიერ საქართველოსათვის კანდიდატისსტატუსის მინიჭების პროცესსა და 12 პრიორიტეტის შესრულებაში.

ბერლინში გასულ წელსსაქართველო-გერმანიის იუსტიციის სამინისტროებსშორის გაფორმებული თანამშრომლობისპროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლისაგვისტოში რატი ბრეგაძეგერმანიის ფედერაციის ჩრდილოეთ ვესტფალიისმხარის იუსტიციის მინისტრბენიამინ ლიმბახს და გერმანულდელეგაციას უმასპინძლებს. შეხვედრის თემა პენიტენციურიდა პრობაციის სისტემებისთანამშრომლობის საკითხები იქნება.

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და იუდიტ ვარგამ. ერთობლივი დეკლარაცია ლოგიკური გაგრძელებაა იმ მჭიდრო და სწრაფი თანამშრომლობისა, რომელიც საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებს შორის 2021 წელს ვენეციაში გამართულ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში დაიწყო. დეკლარაციის მიზანი ორ სახელმწიფოს შორის იუსტიციის სფეროში შემავალ კონკრეტულ თემატურ საკითხებზე ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დაგეგმილი მთავრობათაშორისი შეხვედრის მომზადებაა.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ინიციატივითა და ძალისხმევით. დოკუმენტის ხელმოწერამდე რატი ბრეგაძემ და იუდიტ ვარგამ შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ამ პროცესში პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, უნგრეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ანა სიკო.


ღონისძიებები

ივლისი , 2024
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ