საქართველოს იუსტიციის მინისტრმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა
შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ იშიძუკა ჰიდეკის კონკრეტული ინიციატივები შესთავაზა, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს პენიტენციური და პრობაციის სისტემების მართვის, აგრეთვე, ახალი ტექნოლოგიების საშუალებით სერვისების მიწოდების სფეროს გაუმჯობესების კუთხით.
იაპონიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.