იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თავმჯდომარეობით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 32-ე სხდომა გაიმართა
შეხვედრაზე მიღებულ იქნა 2021-2030 წწ. მიგრაციის სტრატეგიის 2024 წლის სამოქმედო გეგმა; საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელის მიერ გაკეთდა მოხსენება 2024 წლისთვის გაერო-სა და IOM-ის როგორც გლობალურ, ისე საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამუშაო მიმართულებებზე; ასევე, ინტეგრაციის საკითხებზე.
სხდომას კომისიის წევრ სახელმწიფო უწყებებთან ერთად ესწრებოდა პარტნიორი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.
კომისიას, რომელიც აერთიანებს 9 სახელმწიფო უწყებას, თავმჯდომარეობს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო თანათავმჯდომარეა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
+5