ღონისძიებები

ოთხშაბათი, 02 ივლისი, 2025

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, იუსტიციის მინისტრმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელებმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს იუსტიციის სამინისტროს ის ინოვაციური სერვისები, რომლებიც ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად, მათ შორის “ბიზნესასისტენტი“, "გონიერი კონტრაქტი", აღსრულების სერვისები, სანოტარო მედიაცია, ელექტრონული საფულე და სხვა.

შეხვედრაზე გამართული დისკუსიის ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც.

შაბათი, 28 ივნისი, 2025

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა ევროკაშირთან სამართლებრივი დაახლოების შესახებ.

მონაწილეებმა განიხილეს დეპარტამენტის მიერ მომზადებული წინადადებები და რეკომენდაციები ევროკავშირის სამეწარმეო სამართალთან შემდგომი დაახლოების მიზნით. კერძოდ, დისკუსია გაიმართა აქციონერთა უფლებებების შესახებ 2017/828 და ციფრული ინსტრუმენტებისა და პროცესების შესახებ 2019/1151 დირექტივების ტრანსპოზიციასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებზე.

შეხვედრის მიმდინარეობისას ასევე შეფასდა ევროკავშირის სამართალთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის დონე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მეშვეობით, ახორციელებს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების აღრიცხვასა და მუდმივ მონიტორინგს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მერაბ ტურავა და გიორგი დგებუაძე, ასევე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი გაიმართა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი გაიმართა.

ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა საკითხების სამუშაო ჯგუფში საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები.

მოლაპარაკებების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევის შემთხვევებზე. აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ მოგებულ საქმეებში უკვე დადგენილია, როგორც ფუნდამენტური უფლებების ყველა დარღვევაზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა, ისე დევნილთა საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უპირობო ვალდებულება. საერთაშორისო სასამართლოებში მოგებულ საქმეებს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

ჟენევის დისკუსიებს კოორდინაციას უწევენ ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები.

მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2025 წლის 11-12 ნოემბერს გაიმართება.

იუსტიციის სამინისტრო კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო სასამართლოებსა და ყველა შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საქართველოს ინტერესების დაცვას.

ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ანდორის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ლაშა მაღრაძე და გიორგი დგებუაძე ანდორის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ჯოან ანტონი ლეონ პესოს შეხვდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილეებმა სახელმწიფო მდივანს იუსტიციის სამინისტროს ძირითადი კომპეტენციები და პრიორიტეტები გააცნეს.

შეხვედრაზე აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობაც ციფრული მმართველობის საკითხებში, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს შორის მიმდინარე წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

ოთხშაბათი, 25 ივნისი, 2025

2026 წლის გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს საქართველო უმასპინძლებს!

გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის თემატურ სესიებში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის სამინისტროსა და მის ფარგლებში მოქმედი სააგენტოების წარმომადგენლებმა

გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის თემატურ სესიებში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის სამინისტროსა და მის ფარგლებში მოქმედი სააგენტოების წარმომადგენლებმა.

ქართული დელეგაციის წევრებმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში დანერგილი საჯარო სერვისების, ციფრული მმართველობისა და ინოვაციური მომსახურებების თაობაზე.

საუბარი შეეხო სახელმწიფო უწყებებში ინოვაციური, სანდო და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარებას.

თემატურ სესიებზე მოხსენებები გააკეთეს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სარაჯიშვილმა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძემ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე კუპრავამ და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან გელაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას ხელმძღვანელობით, გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა.

პაატა სალიამ ფორუმის შედეგები შეაჯამა და ხაზი გაუსვა მსგავსი პლატფორმების მნიშვნელობას ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ეფექტიანი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

იუსტიციის მინისტრმა მონაწილეები 2026 წელს, თბილისში დაგეგმილ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება.

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა.

პაატა სალიამ ფორუმის შედეგები შეაჯამა და ხაზი გაუსვა მსგავსი პლატფორმების მნიშვნელობას ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ეფექტიანი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

იუსტიციის მინისტრმა მონაწილეები 2026 წელს, თბილისში დაგეგმილ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება.

ღონისძიებები

დეკემბერი , 2025
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
    1 2 3 4 5 6 7
    8 9 10 11 12 13 14
    15 16 17 18 19 20 21
    22 23 24 25 26 27 28
    29 30 31