ღონისძიებები

ორშაბათი, 22 სექტემბერი, 2025

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა განიხილეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების შესახებ. შესწავლის შედეგად, აღნიშნული მიმართულებით ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა.

საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კომისია უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების მიერ კანონდარღვევის პრევენციას, რეაგირებას ყველა შესაძლო შემთხვევაზე და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

კომისიას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები არიან, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას.

კომისიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge ან ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.

კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს და სხდომებს კვირაში ერთხელ გამართავს.

შაბათი, 20 სექტემბერი, 2025

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციის ფარგლებში მალტის, თურქეთის და უკრაინის იუსტიციის მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციის ფარგლებში მალტის, თურქეთის და უკრაინის იუსტიციის მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.


მაღალი დონის მინისტერიალის ფარგლებში, პაატა სალიამ, ასევე, ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებით ოქმს, რომლის მიზანია სისხლის სამართლის სფეროში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთდახმარების მექანიზმების გაუმჯობესება და ამ პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება.

ღონისძიებაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობდნენ.

პარასკევი, 19 სექტემბერი, 2025

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია თურქეთის იუსტიციის მინისტრს, ილმაზ თუნჩს შეხვდა.

მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ სფეროში საერთაშორისო სისხლისსამართლებრივ თანამშრომლობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მალტის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მალტის იუსტიციის მინისტრს, ჯონათან ატარდს შეხვდა.

მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მალტას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ამ სფეროში საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს.

მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებით ოქმს. დოკუმენტი სისხლის სამართლის სფეროში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთდახმარების მექანიზმების განახლებას და ეფექტიანობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ ისახავს მიზნად.

მინისტერიალის მთავარი თემაა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სამართლებრივი ურთიერთდახმარება. ღონისძიებაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ.

ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს და განიხილეს საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების შესახებ. ასევე, ყურადღება გამახვილდა მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან, საპროტესტო აქციის დროს მომხდარ ცალკეულ ინციდენტზე.

უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს მოუწოდებს, იმოქმედონ კანონით დადგენილ ფარგლებში და ხელი შეუწყონ წინასაარჩევნო პერიოდის თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში წარმართვას.

საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, შესაძლო შემთხვევებზე დროული რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

კომისიას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას.

კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; ასევე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.

უწყებათაშორისი კომისია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს და სხდომებს კვირაში ერთხელ გამართავს.

ოთხშაბათი, 10 სექტემბერი, 2025

პაატა სალია არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრს, აბდულა ალ ნუაიმის შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრს, აბდულა ალ ნუაიმის შეხვდა.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა იუსტიციის სფეროში გატარებულ რეფორმებს, სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

შეხვედრის დასასრულს, პაატა სალიამ აბდულა ალ ნუაიმი გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც 2026 წელს, იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ორგანიზებით, თბილისში გაიმართება.

ოთხშაბათი, 03 სექტემბერი, 2025

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.


სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს და განიხილეს საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საჯარო სამსახურში მომუშავე პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების შესახებ. შესწავლის შედეგად, აღნიშნული მიმართულებით ამ ეტაპზე კომისიის მიერ არსებითი სახის დარღვევები არ გამოვლენილა.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, შესაძლო შემთხვევებზე დროული რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

კომისიას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს; მის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას.

კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; ასევე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.

უწყებათაშორისი კომისია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს.

ღონისძიებები

მაისი , 2026
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
    1 2 3
    4 5 6 7 8 9 10
    11 12 13 14 15 16 17
    18 19 20 21 22 23 24
    25 26 27 28 29 30 31