ღონისძიებები

ორშაბათი, 23 ივნისი, 2025

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ უზბეკეთის რესპუბლიკის დიგიტალიზაციისა და ტრანსფორმაციის მინისტრთან შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ უზბეკეთის რესპუბლიკის დიგიტალიზაციისა და ტრანსფორმაციის მინისტრთან შეხვედრა გამართა.

გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე პაატა სალიამ და შერზოდ შერტამოვმა ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ციფრული მმართველობის სფეროში სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებას.

შეხვედრის დასასრულს, პაატა სალიამ შერზოდ შერტამოვი 2026 წლის გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში გაიმართება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს, ნავიდ ჰანიფს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს, ნავიდ ჰანიფს შეხვდა.

გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, ასევე პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები.

პაატა სალიამ ნავიდ ჰანიფს სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი გააცნო და ხაზი გაუსვა ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობას საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფის პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, პაატა სალიამ გენერალური მდივნის წარმომადგენელი მიიწვია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე, რომელიც 2026 წელს, იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში გაიმართება.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას ხელმძღვანელობით, გაეროს საჯარო სერვისების ფორუმში მონაწილეობს

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას ხელმძღვანელობით, გაეროს საჯარო სერვისების ფორუმში მონაწილეობს.

პაატა სალიამ მინისტრთა პლენარული სესიის ფარგლებში ფორუმის დელეგატებს სიტყვით მიმართა და საჯარო სექტორში ინოვაციების ხელშეწყობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გააცნო.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას საჯარო სერვისებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების თაობაზე.

გაეროს სერვისების ფორუმს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით 2026 წელს საქართველო უმასპინძლებს.

პარასკევი, 20 ივნისი, 2025

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება – გამოწვევები და პერსპექტივები“

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება – გამოწვევები და პერსპექტივები“.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ დანერგილ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ისაუბრა. როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უწყება ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით აქტიურ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

კონფერენციის ფარგლებში პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით იმართება და მასში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025

იუსტიციის სახლის 125-ე ფილიალი საგარეჯოში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან ერთად გახსნა

იუსტიციის სახლის 125-ე ფილიალი საგარეჯოში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად გახსნა.

მოქალაქეებს 500-მდე სერვისის მიღება განსაკუთრებული არქიტექტურის და თანამედროვე ინტერიერის მქონე შენობაში შეეძლებათ. ფილიალი სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს.

საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნას საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

იუსტიციის სახლის 125-ე ფილიალი საგარეჯოში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან ერთად გახსნა

იუსტიციის სახლის 125-ე ფილიალი საგარეჯოში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად გახსნა.

მოქალაქეებს 500-მდე სერვისის მიღება განსაკუთრებული არქიტექტურის და თანამედროვე ინტერიერის მქონე შენობაში შეეძლებათ. ფილიალი სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს.

საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნას საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან, ბეჟან ობგაიძესთან ერთად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან, ბეჟან ობგაიძესთან ერთად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ დეპარტამენტების უფროსები და პენიტენციური დაწესებულებების დირექტორები. საუბარი შეეხო უწყების მიმდინარე პროექტებს, სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებს.

ასევე, პაატა სალია ადგილზე გაეცნო სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფრასტრუქტურასა და თანამშრომლების სამუშაო პირობებს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და კოორდინაციის მნიშვნელობას, რომელსაც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით უზრუნველყოფს.

მხარეებმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტები და დარგობრივი თანამშრომლობის სხვა ასპექტები მიმოიხილეს. მხარეებმა აღნიშნეს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წვლილი და ჩართულობა მიგრაციის მართვის ეროვნული სისტემის გაძლიერებაში, ასევე, ხაზი გაესვა მიგრაციის სფეროში საგანმანათლებლო საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, რუსუდან კოხოძე და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლები.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმოადგენს.

სამშაბათი, 17 ივნისი, 2025

იუსტიციის სამინისტროში საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის - „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და სასჯელის აღსრულება“ პრეზენტაცია გაიმართა

ნაშრომი, რომლის მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მართლმსაჯულების სისტემაში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის განმტკიცება, ავტორებმა – მორის შალიკაშვილმა, გივი მიქანაძემ და იოსებ ვარძელაშვილმა წარადგინეს.

წიგნი განკუთვნილია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისა და მართლმსაჯულების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილეები – ლაშა მაღრაძე, მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე, ბექა ძამაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე.

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამებს 2021 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანი სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება, სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობაა.

2021-2025 წლებში უწყებამ, ჯამში, 56 პროექტი დააფინანსა.

ოთხშაბათი, 11 ივნისი, 2025

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია უნგრელ კოლეგა ბენცე ტუჟონს შეხვდა

ბუდაპეშტში უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია უნგრელ კოლეგა ბენცე ტუჟონს შეხვდა.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უწყებებს შორის მჭიდრო სექტორულ თანამშრომლობას, მათ შორის ციფრული მმართველობის სფეროში, ისევე როგორც ორმხრივი გამოცდილების გაზიარებას, რომელიც ხელს უწყობს სამართლებრივი სისტემების განვითარებას თანამედროვე გამოწვევების ეფექტიანად საპასუხოდ.

შეხვედრის ბოლოს პაატა სალიამ უნგრელი კოლეგა მომავალ წელს თბილისში საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმზე მიიწვია, რომელსაც საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად უმასპინძლებს.

ღონისძიებები

დეკემბერი , 2025
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
    1 2 3 4 5 6 7
    8 9 10 11 12 13 14
    15 16 17 18 19 20 21
    22 23 24 25 26 27 28
    29 30 31